Alexsander…

tumblr_me44fiprJm1qhao9bo1_540პოსტი ეძღვნება ყველა იმ გოგოს, რომელიც წვიმიან ამინდში ოცნებობს, პარიზის რომელიმე კაფეში ფანჯარასთან ჯდომაზე და……და დანარჩენი იმ გოგონებმა თვითონ იციან 🙂
***
ძალიან ხშირად, როცა წესით გაკვეთილებს უნდა ვმეცადინეობდე, ვუყურებ ჩემი ოთახის ვარდისფერ კედელს. კედელს მხოლოდ თვალები უყურებს, გული სხვას ხედავს.

***
წინა ღამით გვიან დავიძინე. “დედის ოთახს” ვკითხულობდი (ალბათ, უკვე მეასედ) და თვალი ვერ მოვწყვიტე. დილით, ასე 7-8 საათისთვის წვიმის ხმამ გამაღვიძა. გაზაფხულის წვიმა ყოველთვის მიყვარდა, მითუმეტეს პარიზში. დიდი ხანია აქ ვცხოვრობ. სასწავლებლად ჩამოვედი, მერე მუშაობაც დავიწყე და შემოვრჩი ჩემი ბავშვობის ოცნებას. უკვე ძალიან მშობლიურია, მაგრამ ყოველთვის, როცა დილით ვიღვიძებ, ახლადჩამოსული ტურისტივით კმაყოფილი ვიყურები ფანჯრიდან. წვიმამ გამახარა, სწრაფად ავდექი და ფანჯრიდან კარგა ხანს ვუყურებდი წვიმას. მერე გამაჟრიალა. ასე ვიცოდი ყოველთვის, როცა ზამთარში დედა მაღვიძებდა და ღამის პერანგით ვიდექი გარდერობთან. ვიდექი და ვარჩევდი იმ დღეს სკოლაში რა ჩამეცვა. შემოვტრიალდი, ხალათი შემოვიცვი და სამოთხეში გადავინაცვლე. (ჩემს გარდერობში). თეთრი მაიკა, ჭრელი, თხლად ნაქსოვი მოსაცმელი და კაბა ჩავიცვი. ფეხზე, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი ბოტები.მოვწესრიგდი, ავიღე წიგნი (“ოქროს რვეული”), ჩანთა და ჩემს საყვარელ კაფეში წავედი. უქმეებზე ყოველთვის იქ ვსაუზმობდი. ჰო მართლა, სულ დამავიწყდა, ჟურნალ “ვოგში” ვმუშაობ. ვიცი ეხლა რაც გაიფიქრეთ, ბედნიერიაო. მართალია. ყველაზე ბედნიერი ვარ. გარეთ რომ გამოვედი პიერი დავინახე. ჩემს ქუჩაზე ყვავილების მაღაზია აქვს, 65 წლისაა და მაინც ბავშვურად მიღიმის ყოველ დილით.
-Bon matin joli 🙂 (დილა მშვიდობისა ლამაზო)
-Bon matin Piere (დილა მშვიდობისა პიერ)
უცებ წყლიდან ყვითელი ვარდი ამოიღო და მაჩუქა. ყოველ დილით ასე იქცეოდა.
-merci
საპასუხოდ თვალი ჩამიკრა და მეც გზა გავაგრძელე. შევედი ჩემს კაფეში, მონიკას მივესალმე (მიმტანს და ჩემს პირველ მეგობარს პარიზში) და ფანჯრის მხარეს, ჩემს საყვარელ ადგილას დავჯექი. მონიკამ იცოდა რა მიყვარდა. ყავა, სალათი, ფორთოხლის წვენი და შოკოლადიანი ბლინები მომიტანა. მერე ახალი ამბები მომიყვა, ცოტა ვიჭორავეთ, ხალხიც შემოემატა და იძულებულნი გავხდით საუბარი გადაგვედო. მე არ ვჩქარობდი, ნელა შევჭამე, წიგნი წავიკითხე და წასვლა დავაპირე. მონიკას თვალი ჩავუკარი და წავედი. სახლში ავედი. პიერს კლიენტები ჰყავდა თორემ აუცილებლად დამელაპარაკებოდა. ყოველთვის ასე იცოდა. ფეხზე გამოვიცვალე, სხვა ჩანთა ავიღე, ცოტა მაკიაჟი წავისვი და ისევ წავედი. ამჯერად მაღაზიებში. ყველგან კარგად მიცნობდნენ, კარგი კლიენტი ვარ. ბევრი, ბევრი რამ ვიყიდე. მერე ელის შევხვდი და სასადილოდ წავედით. ელი ჩემთან ერთად მუშაობს ვოგში, თითქმის ერთ დროს მივედით და კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ორივე მთავარი რედაქტორის, ემანუელის, თანაშემწეები ვართ. უკვე ხუთი საათი იყო, ამიტომ დავიშალეთ და სახლებში წავედით. გზაში ჟორჟი შემხვდა, მეზობელი და თაყვანისმცემელი, თვალი ცამიკრა, “ma belle” მომაძახა და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. გამეღიმა. მე უკვე მყავდა ჩემი ნახევარი, ალექსანდრე. ერთმანეთი ერთ წვეულებაზე გავიცანით. ბიზნესმენია, არისტოკრატული წარმომავლობის. მაღალი, ათლეტური, მწვანე მეტყველი თვალებით და ლამაზი აქცენტით. წელიწადზე მეტია ერთად ვართ….ტელეფონი რეკავს, ალექსია. სასწრაფოდ უნდა გავემზადო, ამ საღამოს მის ბიძასთან მივდივართ წვეულებაზე. არც მიფიქრია ისე ჩავიცვი შავი დოლჩე-გაბანას კაბა, ლუბუტინის ფეხსაცმელი, თმა გადავიწიე (ალექსს მოსწონდა), წითელი ბურგუნდიული ღვინის ფერი ტუჩსაცხი წავისვი, თვალზე ცოტა შავი ლაინერი და ბოლოს, შანელის “კოკო მადმაზელი”. ავიღე ისევ შანელის ხელჩანთა და ალექსის მანქანაც მოვიდა. ამჯერად ძველებური მანქანით ვმოგზაურობდით. დიდხანს ვიარეთ. ბოლოს, მივედით პატარა მყუდრო სახლში, რომელსაც მოსალოდნელი წვეულების არაფერი ეტყობოდა. კარიდან მაგიდამდე გზა ვარდებით იყო მოფენილი, მაგიდაზე სანთლები და წითელი ღვინო. მუსიკა ჩართული. ალექსი ჩემს წინ დადგა, დაიჩოქა, ხელზე ბეჭედი გამიკეთა და მითხრა : Je t’aime Marie…მე ფრანგი არისტოკრატი გავხდი, რამდენიმე თვეში ოფიციალური ცოლი, დედა და ასე ვცხოვრობდი ფრანგულ ოცნებაში…
***
რა მალე გავიდა დრო, არადა კიდევ რამდენი მაქვს სასწავლი…მარიამ, უნდა გადაეჩვიო ოცნებას!

Advertisements

2 responses to “Alexsander…

  1. მარი 🙂 ფინალი მაგარი იყო. ეგეთი ოცნებები აბსოლუტურად ყველა ქალს გვაქვს ან გვქონია, უბრალოდ მერე და მერე ცოტა უფრო ვარეალურებთ ხოლმე 🙂
    ისე ჩვენი დამოკიდებულებები პარიზის მიმართ ემთხვევა. ჩემთვისაც მსოფლიოს ყველაზე სასურველი წერტილია პარიზი. ზოგადად ეს ქალაქი ჩემთვის იმასთან ასოცირდება, რისკენაც ყველა ადამიანი და მათ შორის მეც მივისწრაფვი – სრულყოფილება 🙂 ეს არის ქალაქი-ოცნება. ხალხი, მათი ღუღუნი, ეს კაფეები, ვიწრო ქუჩები მონმარტრზე და სორბონასთან, გარე კაფეები, მოდა, სურნელი… საოცრებაა.. არ ვიცი რამდენჯერ უნდა წავიდე პარიზში, რომ მომბეზრდეს…

    • თაკო, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მეწვიე :)) პარიზი ჩემი ოცნებაა!! მემგონი ყველაზე ბედნიერად იქ ვიცხოვრებ.. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s