ტკბილი ბავშვობის მელოდია…

tumblr_lfwg2stgVi1qedyq5o1_500_largehttp://www.youtube.com/watch?v=03mnh2bYOPM

“მალუსიას ეძინებააა, თალები ეხუწებააა, ძილში ფელად-ფელადიიი, ჟგაპრები ეშიზმრებააააა….იანანა ნანინაააა, ნანინაააა ნანააააა……”
ყოველ ღამე, ასე იძინებდა ქალბატონი მარიამი. ტკბილი იყო ბავშვობა, 5 თეთრიანი კამფეტის და 10 თეთრიანი “მონეტა შოკოლადის” გემოიანი. რას არ დავთმობდი ოღონდ ერთი დღე ისევ იქ დამაბრუნა. დილით ბაღი და ყოველდღიური შეკითხვა დედას, სანამ ბაღის გზას მივუყვებოდით:”დეეეე, დასაძინებლად რო დაგვაწვენენ რა დავიტოვოო?” და ცელქი მარი, რომელიც არასდროს არ იძინებდა, იწვა და თავისთვის ტიტინებდა. (იმის მერე არც გაჩუმებულა :დ) საღამოს მამასთან ერთად “კურიერის” ყურება და ბოლოს, ყოველი დღის ნათელი წერტილი “ბასტი-ბუბუ!!!” ის ბასტი-ბუბუ რომელიც დღევანდელმა თაობამ არ იცის! მაშინ ყველაფერს სხვა ხიბლი ქონდა. მეგობრობაც სხვანაირი იყო, თამაშიც და სწავლაც. სუნიანი პასტები გვიხაროდა, ბუტკებში “მეამბოხე სულების” “ნაკლეიკებზე” ვნადირობდით, რომ მეგობრების დღიურში ჩაგვეკრო. (ბებიაჩემივით გამომივიდა. ძველ დროს რომ იხსენებს ხოლმე.) ის ბავშვები ვართ, სკოლაში 2 “რეიტუზი” და დათბილული შარვალი რომ ეცვა, მაგრამ მაინც სციოდა. კლასში “კერასინკა” ენთო და ჰაერი “დედაენის” გარდა, ნავთის სუნითაც იყო გაჟღენთილი. გოგოებს “ქუჩის ბიჭები” რომ უყვარდათ და კამათობდნენ ვინ უფრო გავდა მია კალუჩის. (თუ არ იცით ვინ არის, დაგუგლეთ!!)ზეპირად იცოდა ლექს-სენის და თიკო სადუნიშვილის სიმღერა. აუცილებლად, ყველა მეგობრების დღიურში ეწერა კითხვა:
-გყავს თუ არა შეყვარებული? თუ კი ვიიინ?
– აუ მყავს, მაგრამ ვერ გეტყვი. -მერე მაინც მივუწერდით ხოლმე “შეყვარებულის” სახელს და გადავჯღაბნიდით.
დილა იწყებოდა მულტფილმით: “ბავშვები 402-ე ოთახიდან”, “ლუი” და ლეგენდარული “ტოტალი სპაისი” :დ:დ
მივბრაცუნებდი სკოლაში, კარგად ვსწავლობდი, რა თქმა უნდა. ცოტა ქაჯიც ვიყავი, ბიჭებს ვცემდი (თმებს ვწიწკნიდი, ოსტატი ვარ :დ), ოღონდ იმიტომ, რომ მაბრაზებდნენ. ერთხელ კლასელმა ბიჭმა ეზოში მოკრეფილი ყვავილები მაჩუქა და სულ თავზე გადავამტვრიე (მეოთხე კლასში)…. იმის მერე არ უჩუქებიათ ჩემთვის ყვავილები :)))) (ამიტომ დაფიქრდით, სანამ ბიჭებს სცემთ)
ყველაზე მეტად ზაფხული მიყვარდა, ახლაც ასე ვარ. იმიტომ, რომ ეს ერთადერთი დროა, როცა შემიძლია სოფელში წავიდე. გაგიკვირდებათ და იქ ყოფნა ყველაფერს მირჩევნია. ყველაზე ტკბილი ბავშვობის მოგონებები იქიდან დამრჩა. ყველა იცნობს იქ მარის. ადრე, როგორც ერთ მატრაკვეცა გოგოს ისე იცნობდნენ. ახლა მარი იქ უყვართ, ეამაყებათ, სულ კითხულობენ, ელოდებიან. იქ რომ ჩავდივარ მე ვარ. მე. როგორიც ვიყავი 3 წლის, ბებოს ეზოდან რომ გავეპარებოდი ხოლმე და სახლის უკან ტყეში იებს ვეძებდი. მაშინაც, როგორც ახლა, მეშინოდა ყველა ცხოველის, ფრინველის. მაშინაც ვიყავი მეტიჩარა, პრანჭია, სულ ქუსლებით დავბაკუნებდი. ქერა, გაწეწილი თმები მქონდა, ბევრს ვლაპარაკობდი, კონცერტებს ვატარებდი ყველგან და ყველასთვის.
ახლაც, როგორც მაშინ, ყოველ ღამე ვიძინებ “ბასტი-ბუბუს” იავნანათი. ახლაც, ჩემი პატარა დათუნია საწოლზე ზის და ყოველ ღამე ისევ ერთად ვიძინებთ. დღესაც ის “მალუსია” დაღლილი დაწვება, (ოღონდ წაისვამს ხელის კრემს, სახის კრემს, ჰიგიენურ პომადას, ბლა ბლა ბლაა) და ისევ იღიღინებს ჩუუმად, რომ “მალუსიას ეძინებაა, თალები ეხუწებააა……….”
***
ისევ დიდი ბურთი ყელში. მენატრება, მარუსა მენატრება, ბიძა რომ ანებივრებდა (და გინებას ასწავლიდა :დ), ბებო ეფერებოდა და ლექსებს ასწავლიდა, დედა ამეცადინებდა და ყველაფერს, ყველაფერს უკეთებდა, მამა ბაჭიების და კაცების დახატვას ასწავლიდა, მარუსა მაინც ვერ ხატავდა. ბავშვობა მენატრება. პატარა, ვარდისფერ, პრინცესებიან დღიურს რომ შემორჩა ის ბავშვობა…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s