885…..

large (1)

***
-ნიაკო, მოდი მე და შენ ერთად გავაკეთოთ მძივი, არ გინდა?
-არააა…
-აბა რა გინდა?
-ტელეფონი გააქვს?
-კი, გათამაშო?
-არაა, დედასთან დამარეკინე რა
(აქ გულში რაღაც ჩამწყდა)

***
ეს დიალოგი იყო ბავშვთა სახლ ლამპარში. მაშინ მე-7 კლასში ვიყავი. ჩემს სკოლაში ბევრი ბავშვი იყო ბავშვთა სახლიდან, რომ დავახლოებულიყავით ყოველ ოთხშაბათს მათთან დავდიოდით და ვწავლობდის ქარგვას, თექაზე მუშაობას, მძივებისგან ლამაზი სამკაულების აწყობას, ხატვას და ა.შ.
პირველი ვიზიტის შთაბეჭდილება დღემდე გამომყვა და ვიცი, მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ზამთარი იყო. რომ მივედით ჯერ სააქტო დარბაზში შეგვიყვანეს და ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს… მერე “საერთო ოთახში” შევედით. ერთი შეშის “ფეჩი” იდგა. რამდენიმე გოგო გარშემო იჯდა და ხელებს ითბობდნენ. პატარები მეცადინეობდნენ. ჩვენ იქვე დავჯექით, გოგონებთან, ასე თუ ისე სკოლიდან ვიცნობდით. მერე მასწავლებელი მოვიდა და თიხისგან მძივების გაკეთებას გვასწავლიდა. ერთი პატარა გოგო იყო, ნიაკო.
ზუსტად მახსოვს როგორი სახე ჰქონდა. შავი, თხელი, სწორი თმა, წინ პატარა “ჩოლკა”, სიგრძე მხრებამდე. თვალები ცრემლიანი, ისიც შავი, პაწუკა ცხვირი და ტუჩები. სისხლივით წიტელი, დამსკდარი ტუჩები. სახე ცოტა მოთხუპნული. ტანსაცმელზე შევხედე და გული დამეწვა, ეტყობოდა, უკვე ბევრს სცმოდა და ახლა ნიაკოს ჯერი იყო. ხელები გაყინული. გული თბილი.
-ნიაკო, მოდი მე და შენ ერთად გავაკეთოთ მძივი, არ გინდა?
-არააა…
-აბა რა გინდა?
-ტელეფონი გააქვს?
-კი, გათამაშო?
-არაა, დედასთან დამარეკინე რა
(აქ გულში რაღაც ჩამწყდა)
მეთვითონ ბავშვი ვუყურებდი ბავშვს, რომელსაც ჩემგან არ უნდოდა არც მძივები, არც სიმღერები, დედა უნდოდა. დედას ნომერი ძლივს გაიხსენა, მერე გაიქცა, ფურცლის ნაგლეჯი მოიტანა ზედ ნომრით. რა თქმა უნდა დავარეკინე, არვიცი რა უთხრა, საერთოდ თუ ელაპარაკა არც ის ვიცი. რომ მოვიდა ჩამეხუტა და გაიქცა.
სახლში რომ მოვედი მახსოვს, ბევრი ვიტირე. როგორ მინდოდა ის ქალი მისულიყო და ნიაკო სახლში წაეყვანა. მაგრამ ნიაკო ყოველთვის იქ იყო, არსად მიდიოდა. რამდენჯერ დამინახავს, ბავშვთა სახლის ეზოში ჭიშკართან იდგა და გარეთ იყურებოდა. თვალს აყოლებდა ბავშვებს, დედებთან ერთად რომ მიდიოდნენ. მერე ბავშვთა სახლი დაიხურა. დღეს არ ვიცი ნიაკო სადაა, როგორაა, იმ სკოლიდანაც გადავედი და არვიცი ისევ იქ სწავლობს თუ არა. ნიაკო დამეკარგა მაგრამ ტკივილი არასდროს დამავიწყდება.
წელსაც, როგორც ყოველ წელს, მინდა ნიაკოსნაირი რაც შეიძლება ცოტა ბავშვი იყოს. ძნელია ილაპარაკო იმაზე რაც გამოცდილი არ გაქვს. მაგრამ წარმომიდგენია (ასე თუ ისე) რა რთულია მასსავით ცხოვრება. როცა სულ ვიღაც გენატრება, გტკივა და არ შეგიძლია ამას უშველო. ყველა ბავშვს სჭირდება სითბო, სიყვარული. აუცილებელია იცოდნენ, რომ დედას უყვარს. ყოველ ღამით დედის კოცნის გარეშე არ უნდა იძინებდნენ.
უბრალოდ მინდა, ამ ახალ წელს, ნიაკოსნაირ ერთ ბავშვს მაინც უთხრან: ჩაიცვი, წავედით. დედა მოვიდა..

Advertisements

One response to “885…..

  1. უჰ ეს რა მძიმე პოსტი დაგიწერია …. უდედმამო ბავშვები ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია – ასეც შემიძლია დავწერო. არ ვიცი ვერ აღგიწერ რამხელა საშინელება და ტკივილია ჩემთვის მაგ თემაზე ფიქრიც კი. ამქვეყნად ყველაზე დიდი ტრაგედიაა, როცა ბავშვი დედის სითბოს გარესე იზრდება, აი გული მეგლიჯება როცა ამაზე ვფიქრობ… ახლა მეც გამყვა ნიაკოს დარდი..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s