ჟიზელი და ნისლიანი ქალაქი ( I ნაწილი)

largeნისლიანი დილა.
საფრანგეთი, მყუდრო, პატარა ქალაქი.
7:30

როგორც ყოველთვის, ჟიზელმა რვის ნახევრისთვის გაიღვიძა.
მაღვიძარის დამსახურება იყო თუ მისი ორგანიზმი შეეჩვია ამ დროს გაღვიძებას არ იცოდა, და, სიმართლე რომ ვთქვათ, ნაკლებად აინტერესებდა. საწოლში კარგად გაიზმორა, აბრეშუმის მუქი ლურჯი ხალათი შემოიცვა და ფანჯარასთან მივიდა. ალბათ, ერთადერთი ადამიანი იყო იმ დღეს, რომელსაც ნისლიანი ამინდი გაუხარდა. თვითონაც ასეთი იყო, ნისლიანი. ცოტას ლაპარაკობდა, ბევრს ფიქრობდა. კმაყოფილმა სიგარეტს მოუკიდა და აივანზე გავიდა. მალევე დაგეგმა დღე. ნისლიან ამინდში ყოველთვის მყუდრო კაფეებში დადიოდა. სადაც ცოტა ხალხი და ბევრი კარგი სასმელია. მოწევა რომ დაასრულა ოთახში დაბრუნდა, ტანში სიცივემ დაუარა. სწრაფი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოში და ყავის მადუღარა გაზქურაზე დადგა, თვითონ კი ტანსაცმლის არჩევას შეუდგა. არც ამაზე უფიქრია ბევრი, ჩაცმა უყვარდა, მაგრამ ყოველთვის ზუსტად იცოდა იმ მომენტში რა უნდოდა. ამჯერად, ამინდიდან გამომდინარე, მუქი ლურჯი ჯინსი, თეთრი თხელი სვიტრი, ლამაზი კაშნე და ტყავის ქურთუკი აირჩია. საყვარელი ბოტები კართან ეწყო. ჩანთაში საფულე, წიგნი, ლეპტოპი და საყვარელი დღიური ჩადო. მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა. ისევ სამზარეულში დაბრუნდა, ყავა თერმოსში ჩაისხა და სახლს თვალი მოავლო. როცა მიხვდა ყველაფერი რიგზე იყო საჩქაროდ ჩაიცვა ბოტები და სახლიდან გავიდა.
ჟიზელს უყვარდა თავისი სახლი, მაგრამ მუდამ იმას ამბობდა, ასეთ ამინდში სახლში დარჩენა უპატიებელი ცოდვაა, ცის სევდა შენში თუ არ შეუშვი ნამდვილ სევდას ვერასდროს იგრძნობო. მანქანაში რომ ჩაჯდა მიხვდა, ჯერ ძალიან ადრე იყო და არცერთი მისი საყვარელი კაფე არ იმუშავებდა, ამიტომ სანაპიროზე წავიდა. უყვარდა მღელვარე ზღვის და ღრუბლების ყურება, თითქოს მათ ესაუბრებოდა, მათ ნაღველს, დარდს იგებდა და ამით ეხმარებოდა. ტვირთს უმსუბუქებდა. იმ დღეს განსაკუთრებით ლამაზი იყო ცა. ვერ იპოვიდით წერტილს, სადაც ზღვა და ცა ერთმანეთს შორდებოდნენ. თითქოს ცამ ზღვას აკოცა და აღარ უშვებსო. ჟიზელს კმაყოფილების ღიმილი უთამაშებდა სახეზე.
ის მწერალი იყო. ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი. ალბათ იმხელა სევდისთვისაც ძალიან ახალგაზრდა იყო რამდენსაც თან დაატარებდა. ვერ ხსნიდა რამ გახადა ასეთი გულჩათხრობილი. დროთა განმავლობაში მიხვდა რომ ძალიან ჩაიკეტა საკუთარ თავში, ყველაფერს ასაკს და გამოცდილებას აბრალებდა, მაგრამ  რისი ბრალი იყო მისი ასეთი ხასიათი დანამდვილებით არც თვითონ იცოდა. ჯერ მხოლოდ 25 წლის იყო, თუმცა კარიერის აწყობა უკვე მოესწრო. თავისუფალი მწერალი იყო და საქმეც სულ ჰქონდა. წერდა ყველაფერზე რაც მოსწონდა, რაც არ მოსწონდა, რაც აწუხებდა, უხაროდა, უნდოდა. არაფრის თქმას არ ერიდებოდა და არცერთი ემოციის დაფარვას არ ცდილობდა.
ერთი ის არის, ძველი ნივთების ამოჩემება იცოდა. თან ისეთი ნივთების რამე მოგონებას რომ აკავშირებდა, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ცუდ მოგონებას. ბოტებიც, რომელიც იმ დღეს ეცვა უკვე საკმაოდ გაცვეთილი იყო. წესით მისნაირ გოგოს ასეთი ფეხსაცმლით არ უნდა ევლო, მაგრამ წინ რომ დაგეწყოთ ახალი ჩექმა და მისი ძველი ბოტები, აუცილებლად იმ ბოტებს აირჩევდა. რატომ? მოგონებები მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო. თუმცა ვერ ვიტყვი კარგ დღეს ახსენებს ეს ბოტებითქო.
საკმაოდ სევდიანი ისტორიაა.
ჟიზელს ადრე ერთი ბიჭი უყვარდა, ძალიან უყვარდა, ისე უყვარდა რომ მასზე ფიქრისას შიგნიდან გული სტკიოდა, ბედნიერებისგან თუ წინათგრძნობისგან არ იცოდა. სანამ ერთად იყვნენ დათქვეს, რომ ზუსტად ხუთი წლის შემდეგ აუცილებლად შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ორივემ ზუსტად იცოდა თარიღი, დრო, ადგილი. უკვე დაშორებულები იყვნენ ეს დღე რომ დადგა. ჟიზელი მაშინ არიყო ქალაქში და სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოვიდა, მოემზადა, თითქოს იმედიც დაიტოვა, შეიძლება ძველი გრძნობები აგვეშალოს ორივეს და დავუბრუნდე ჩემ წილ ბედნიერებასო. იმ დღეს პირველად ეცვა ეს ბოტები.
ზუსტად 5 საათი იჯდა ჟიზელი დათქმულ ადგილას მარტო და არავინ ჩანდა. ათჯერ გადაამოწმა დრო, ადგილი, თარიღი. ყველა დეტალი ემთხვეოდა. მაგრამ ბიჭი არ ჩანდა.
მას მერე არც მოუკითხავს სად იყო, რატომ არ მოვიდა, როგორაა. ერჩივნა უპასუხო კითხვებს შეეჭამა ვიდრე მწარე პასუხებს. ასე უფრო მშვიდად იყო. მარტო გატარებული 5 საათის შემდეგ ჟიზელი გაცოფებული იყო, იანვრის ცივ, მღელვარე ზღვასთან მივიდა და ბოტების სიმაღლემდე შევიდა წყალში. დარბოდა, ვეღარ აკონტროლებდა რომ ყინავდა და შეიძლევა ცუდად გამხდარიყო.
იმ წამს ჟიზელი თავისუფალი იყო. და რახან მომავლის შეხვედრებიც დაუნიშნავი ჰქონდა მოეწონა მარტოობა, მოეწონა რომ შეეძლო იმ საღამოს უკანასკნელი ლოთივით დამთვრალიყო და არსად დააგვიანდებოდა, არავინ გაკიცხავდა, პასუხს არავინ მოსთხოვდა. და იმ დღიდან ჟიზელი ყოველ დღეს ასე ატარებდა, დაუნიშნავი შეხვედრებით, თავისუფლებით, მარტოსული, ბოტებით და ნისლით.
სანაპიროზე მჯდომმა ბევრჯერ დახედა ბოტებს, ხან ღიმილით უყურებდა, ხან-მოღუშული.
ბოლო 3 წლის განმავლობაში ყოველ ნისლიან, წვიმიან და თოვლიან დღეს ამ ბოტებთან ერთად ატარებდა. თან სულ უმეორებდა თავის თავს,“ ჟიზელ, ახალი ბოტები უნდა იყიდო. „
რეალურად კი ახალი ცხოვრების დაწყებისკენ მოუწოდებდა საკუთარ თავს, უნდოდა მის გულსაც გაეგო, რომ შეუძლებელია ადამიანს ამდენ ხანს ელოდო. ამდენი წელი ჯერ კიდევ დაიტოვო იმედი, მისცე უფლება გრძნობებს შეგჭამონ. დაგეუფლონ და სამუდამოდ გამოუთხარონ ძირი ბედნიერებას.
ჟიზელმა საათს დახედა, თეთრთმეტი საათი სრულდებოდა. მისთვის უცხო არიყო დროის ასე სწრაფად გაფრენა სანაპიროზე ფიქრისას. სიცივე მხოლოდ მაშინ იგრძნო თბილ მანქანაში რომ ჩაჯდა. უახლოეს კაფემდე მიდიოდა და გონებაში ფიქრობდა რომელ მაგიდასთან დაჯდებოდა.
Moulin Electrique -ში მას ყველა იცნობდა. მათთვის საყვარელი კლიენტი იყო.
ამჯერად არჩევანი პირველსავე მაგიდაზე შეაჩერა, მულინის ფისო იქვე იყო. ეს კატა ამ კაფეში ცხოვრობდა და ყველა კლიენტს წვლილი შეჰქონდა მის გაზრდა-განვითარებაში.
ჟიზელი მოკალათდა მაგიდასთან, ლეპტოპი ამოიღო და შეკვეთა მისცა. სპაგეტი, ალუბლის ჯემიანი ბლინები და ფორთოხლის წვენი შეუკვეთა. ჟიზელი ალბათ ერთადერთი იყო ვისაც ყავა ყოველთვის თან დაჰქონდა. ადრე მიმტანებს უკვირდათ, მაგრამ მიეჩვივნენ, მიხვდნენ რომ ამ მწვანეთვალება გოგოსგან აღარაფერი უნდა გაკვირვებოდათ.
სანამ შეკვეთას ელოდებოდა ჟიზელმა თვალი მოავლო იქაურობას, ნაცნობი არავინ იყო, გაუხარდა, ლეპტოპი ჩართო და წინა ღამით დაწყებულ სტატიაზე გააგრძელა ფიქრი.
აუჩქარებლად ისაუზმა, წერა დაასრულა და 15 საათისთვის სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. გარეთ უკვე წვიმდა, ამან ჟიზელი უკეთეს ხასიათზე დააყენა, ღიმილშერეულმა დატოვა კაფე.
მანქანასთან მამაკაცი შენიშნა, ნახევრად ხეს ეფარებოდა და ცდილობდა არ დასველებულიყო, ვერ ვიტყვი რომ წარმატებით გამოსდიოდა. კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული და ეტყობოდა სციოდა. ჟიზელი ,მართალია მარტოობას ამჯობინებდა, ძალიან თბილი და ემოციური იყო. მიხვდა, მამაკაცი კარგად არ გრძნობდა თავს და გადაწყვტა გამოლაპარაკებოდა…

p.s. გაგრძელება აუცილებლად იქნება

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s