თას.

tumblr_nhebq6ifJa1tsao3uo1_500ღმერთო, ღმერთო, ყველა უჯრედის, კაპილარისა და მოლეკულის მპყრობელო! რამდენი უძლური კანკალი გადმოგეცემა ალბათ. ეს ცახცახიც შენში დარჩება, რადგან, აბა, სად უნდა წავიდეს? და გაქრობით როგორ უნდა გაქრეს! ეს ყველაზე უენო და ხმამაღალი მეტყველება. ზღვრული ენა. შენთან მომიჯნავე. რადგან შენ თურმე სიყვარული ხარ.

დედა სიყვარულია. ჩემმა გაჩენამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მე პირდაპირ მთვარიდან ჩამოვფრინდი, ჩემი მისია იყო გამეგიჟებინა ერთი ჩვეულებრივი ქალი და შემდეგ საკუთარ ადგილს დავბრუნებოდი. მაგრამ, ზღაპრებშიცაა უზუსტობა. მისია შევასრულე, ქალი გავაგიჟე, მაგრამ უკან აღარ დავბრუნდი, მომეწონა მზრუნველობა და დავრჩი დედამიწელებთან.
ჩემი თა (ანუ თამუნა) პირდაპირ სასწაული აღმოჩნდა, სხვა მისიონერებს ასეთი ბედნიერება არ ხვდათ წილად, მხოლოდ მე.

***
რა ცანცარა შვილი გყავს მოკლედ რა, ახლაც ვცანცარებ.
ვსო, გეფიცები მომდევნო ხაზიდან სერიოზული ვარ.

თა, ძალიან მიყვარხარ. ვიცი ამას ხშირად არ გეუბნები, არც მადლობას გეუბნები, არც იმას რომ მჭირდები, რომ სულ შენზე ვფიქრობ და ვდარდობ. ვიცი ძალიან ცივი ადამიანი გგონივარ, ალბათ, ნაწილობრივ მართალიც ხარ, მაგრამ ვინ იცის ზამთარში, მთაში, თოვლის ქვეშ რამდენი ია ყვავის.

შენ ბედნიერება ხარ. შენ მაგალითი ხარ იმის, როგორი უნდა იყოს ქალი. შენ, რომელიც არასდროს არაფერს უშინდები, არც ერთ წინააღმდეგობას თავს არ უხრი და გარშემომყოფებს აოცებ, რომ ყველა ტკივილის მიუხედავად, რაც მაგ გულში გაქვს, მაგრად დგახარ, ისევ მხიარული და სიცოცხლით სავსე.

ვიცი არ ვარ იდეალური შვილი, იდეალური კი არა კარგობამდეც ბევრი მიკლია ალბათ. გაწვალებ ხოლმე, ხანდახან განერვიულებ, არ გიჯერებ, და ხშირად ჩვენი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ, თა, გამიგე რა, სულ ერთნაირები ხომ ვერ ვიქნებით. მე შენ ისეთს არაფერს არასდროს გაგიკეთებ, რომ ეგ შენი ლამაზი ყვავილები დროზე ადრე დაჭკნეს, გახმეს და მოკვდეს.

შენ შემოდგომისფერი ხარ, ოღონდ იცი როგორი შემოდგომა ხარ, აი დილით რომ ვერ იგებ როგორი ამინდია, მერე მზეა, საღამოს კიდევ შეიძლება ცოტა ღრუბელი და წვიმა შეეპაროს, მაგრამ ოოოოო თუ წვიმა დაიწყო მერე ჭექა-ქუხილიც არ აყოვნებს და ტორნადოსაც არაფერი უკლია. მაგრამ სულ ლამაზი შემოდგომა ხარ!  ფერადი, მაგრამ არა ჭყეტელა.

თა, გახსოვს ბავშვობაში რომ დაგიწერე შენი სუნი მიყვარსთქო, ეხლაც მიყვარს. ოღონდ შენი ჯადოსნური სუნამოების არა, შენი სუნი. აი, ხომ იცი, ათას ვარდში ერთი ია რომ იყოს მაინც გამოარჩევ სუნს, მასე ხარ, სიყვარულის სუნია ეგ. და შენთვითონაც სიყვარული ხარ.

თა, გეფიცები ცივი არვარ, არც უყურადღებო, იცი რამდენს ვფიქრობ, მაგრამ ვფიქრობ ჩემთვის, მე ბევრ რამეს არ ვამბობ, მაგრამ ეს პატარა თავი ლამისაა აფეთქდეს ხოლმე, არც მაიძულო თქმა, მე თითონ გეტყვი ხოლმე.

იცი, მე შენ ისე მიყვარხარ შენზე ფიქრი რომ დავიწყო, და წარმოვიდგინო რა კარგი ხარ, მერე ვტირი.

ახლა გძინავს, ალბათ არ გესმის კლავიშების წკუპუნის ხმა, ან გესმის და გულში ფიქრობ რომ სულ კომპიუტერთან ვზივარ და არ შეიძლება, ან მეკითხები შენთვის: „ვის ემესიჯები ერთი მასე?“

თა, მე მინდა, რომ შენ მადლობა გითხრა, ყველაფრისთვის რაც გააკეთე და ვერ გააკეთე ჩემთვის, ვაფასებ და გეფიცები, ჩვენთანაც მოვა გაზაფხული, ორმაგად გავამართლებ შენს იმედებს. ყველაზე ბედნიერი იქნები, ჩვენ სულ ვიმოგზაურებთ და სულ ვივლით კაფეებში. (მაშინდელივით კიარ გეწყინოს, კლუბებში არა!!!)

ახლაღა ვხვდები რამხელა გავლენა გქონია ჩემზე. შენ რომ არა არც ჩაცმაზე დავიწყებდი ალბათ ფიქრს, არც ხელოვნება მეყვარებოდა, არც წიგნებს წავიკითხავდი და დამიჯერე, არც ესე კარგად ვისწავლიდი.

თბილი სიყვარულით სავსეა თა! ჩუმი ბედნიერებაა, შენში რომ ლაპარაკობს. დაუტევებელი ბედნიერებაა.

თა ბედნიერებაა, ტყეში რომ სეირნობ და იის სუნს იგრძნობ, ისეთი ბედნიერებაა. მზეა ზამთრის ცივ დღეს და შხაპუნა წვიმა შუა ზაფხულში. მედა თა ერთმანეთს ვაბედნიერებთ, ხო? ყველაზე მაგარი დედა-შვილი ვართ! ყველაზე ძლიერი ქალი ხარ და მთეეელ გალაქტიკაში, არა, მთელ უსასრულობაში ყველაზე ძალიან მიყვარხარ !!!

შენ ჩემი მზე ხარ, მეკიდე ის თოვლის ქვეშ გაყინული იები. შენ მე მათბობ, მე გახალისებ და გატკბობ. და ჩვენ ჩვენი პლანეტა უნდა შევქმნათ, მზესავით თბილი და ლამაზი რომ იყოს და იქ მარტო იები ყვაოდეს, მარადიულად! სახელი ერთად მოვიფიქროთ.

თა, დედა, მიყვარხარ!!!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s